თურქეთისქალაქ ანთალიაში შეკრებაზე მყოფმა თბილისის “დინამომ” ჩეხურ “ბანიკთან” საკონტროლო მატჩი გამართა და სამარცხვინოდ – 2:8 დამარცხდა. დუშან უჰრინის შეგირდებმა საწყის 24 წუთში 5 ბურთი გაუშვეს და გოლების თვლას ვერც დარჩენილ დროში აუდიოდნენ. “დინამოს” მხრიდან ერთი გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა, ერთიც კი ჩეხებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს. მატჩის შემდეგ უჰრინი ძალიან უკმაყოფილო გახლდათ და გუნდში ჩასატარებელ დიდ სამუშაოზე საუბრობდა.