“დინამომ” შეკრება გამარჯვებით დაასრულა
თბილისის “დინამომ”, თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური შეხვედრა თურქეთის მეორე ლიგის კლუბ “ზეიტუნბურნისფორთან” ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაცია, “დინამოს” პრესცენტრის ხელმძღვანელმა გიგა გვენცაძემ მოგვაწოდა. განვლილი მატჩი, თბილისელებმა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს: ოვონო, შ.კაშია (69. თომაშვილი), გ. კაშია, კრშკო, დობეში (46. გველესიანი), სპასოევიჩი, ხმალაძე, დიღმელაშვილი, გრიგალაშვილი (60. ვაწაძე), ხუციშვილი, აკირემი (87. ქანთარია). შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე ხუციშვილმა გახსნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში სპასოევიჩის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა. თურქებმა საპასუხო გოლი 62-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც ოვონოსთან პირისპირ დარჩენილმა დემირმა საკუთარი შანსი გამოიყენა. 86-ე წუთზე, გამარჯვების გოლი თავის ანგარიშზე სპასოევიჩმა ჩაიწერა, რომელმაც ვაწაძის დარტყმის შემდეგ, მეკარის მოგერიებული ბურთი კარში ზუსტად გადაგზავნა. ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია “დინამოს” ავსტრალიელ ლეგიონერ ნედ ზელიჩს, რომელიც, ფეხის ტრავმის გამო, ორი კვირა დაისვენებს. მის გარდა, ტრავმირებულნი არიან დავით ოდიკაძე, გიორგი ნერგაძე და გიორგი მერებაშვილი. “დინამო” თურქეთიდან ხვალ წამოვა და თბილისში 24 იანვარს, დილით დაბრუნდება
|