საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდის მარცხენა ნახევარმცველი სანდრო კობახიძე, სავარაუდოდ, კარიერას უკრაინის ჩემპიონატის ლიდერ დნეპროპეტროვსკის “დნეპრში” გააგრძელებს.
გუნდის თავდამსხმელ ბორის გონჩაროვს კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მასთან ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებენ. შესაბამისად, გონჩაროვს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. ფეხბურთელს “დინამოსთან” ექვსთვიანი ხელშეკრულება აკავშირებდა და გამომდინარე იქიდან, რომ იგი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, კლუბის ხელმძღვანელობამ მასთან თანამშრომლობა აღარ ისურვა.
გიორგი ფეიქრიშვილი, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეს სხვა გუნდში გააგრძელებს. ფეიქრიშვილმა, რომელიც კლუბმა გასული წლის დასაწყისში შეიძინა, პირველ წრეში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და გუნდიდან გაშვება თავად მოითხოვა.
გასულ ზაფხულს, გუნდში გაბონელი მეკარე დიდიე ოვონოს მოსვლის შემდეგ, გრიშიკაშვილმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ამიტომ, კლუბის გამოცვლა გადაწყვიტა. თბილისის “დინამოს” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კლუბის თავკაცებმა, მეკარე სოსო გრიშიკაშვილი ტრანსფერზე დააყენა. “გრიშიკაშვილი გუნდის ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელი გახლდათ, რომელმაც ბევრი გააკეთა “დინამოსთვის”, რისთვისაც მადლობას იმსახურებს”, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
გუნს დაუბრუნდნენ ბორჯომში განათხოვრებული გიორგი ნერგაძე და შოთა გრიგალაშვილი.
|