Tuesday, 2024-05-07, 3:45 AM
Welcome Guest | RSS
FCDT
Site menu
Login form
News calendar
«  January 2008  »
SuMoTuWeThFrSa
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Search
Site friends
Our survey
Rate my site
Total of answers: 13
Main » 2008 » January » 29 » ამხანაგური
ამხანაგური
1:27 PM

“დინამომ” შეკრება გამარჯვებით დაასრულა 

 
 თბილისის “დინამომ”, თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური შეხვედრა თურქეთის მეორე ლიგის კლუბ “ზეიტუნბურნისფორთან” ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა.
ამის შესახებ ინფორმაცია, “დინამოს” პრესცენტრის ხელმძღვანელმა გიგა გვენცაძემ მოგვაწოდა.
განვლილი მატჩი, თბილისელებმა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს: ოვონო, შ.კაშია (69. თომაშვილი), გ. კაშია, კრშკო, დობეში (46. გველესიანი), სპასოევიჩი, ხმალაძე, დიღმელაშვილი, გრიგალაშვილი (60. ვაწაძე), ხუციშვილი, აკირემი (87. ქანთარია).
შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე ხუციშვილმა გახსნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში სპასოევიჩის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა. თურქებმა საპასუხო გოლი 62-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც ოვონოსთან პირისპირ დარჩენილმა დემირმა საკუთარი შანსი გამოიყენა.
86-ე წუთზე, გამარჯვების გოლი თავის ანგარიშზე სპასოევიჩმა ჩაიწერა, რომელმაც ვაწაძის დარტყმის შემდეგ, მეკარის მოგერიებული ბურთი კარში ზუსტად გადაგზავნა.
ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია “დინამოს” ავსტრალიელ ლეგიონერ ნედ ზელიჩს, რომელიც, ფეხის ტრავმის გამო, ორი კვირა დაისვენებს.
მის გარდა, ტრავმირებულნი არიან დავით ოდიკაძე, გიორგი ნერგაძე და გიორგი მერებაშვილი.
“დინამო” თურქეთიდან ხვალ წამოვა და თბილისში 24 იანვარს, დილით დაბრუნდება
Views: 1344 | Added by: fcdt | Rating: 0.0/0 |
Total comments: 1
1 fifa  
0
ძალიან მიხარია

Name *:
Email *:
Code *:
Copyright MyCorp © 2024Make a free website with uCoz